Tuesday, February 19, 2013

19.02.2013

ჯიბეში 5,20 ლარი მქონდა. ქათმის სუპი რადგან უკვე თავდება და ხვალისთვის ახალი რამე უნდა გამეკეთებინა და პროდუქტებში შეზღუდული ვარ, გადავწყვიტე ლობიო გამეკეთებინა, რომელც წინასწარ მქონდა ნაყიდი.
გამახსენდა რომ რძეც თავდებოდა, მაწონიც არ იყო. არც პური. 
პოპულში ვიყიდე სანტეს რძე, სანტინოს მაწონი, ჯამში 4,45 გამოვიდა, პურის ფულს ვერ შვეწვდი, მაგრამ გამახსენდა რომ საქართველოს ბანკის ბარათზე 2 ლარი მქონდა დარჩენილი და 2 პური ვიყიდე მაგით. 60 თეთრად ნიახური და ქინძი. 
საბოლოო ჯამში გავაკეთე: 
ლობიო  - ჩაზელილი
ნაპოლეონი - ადრე ნაყიდი ფენოვანი ცომით (მარშესი). 
ცოტა ლობიო გადმოვიღე და იმით ხვალ დილით სალათას გავაკეთებ ჭარხლით, მჟავე კომბოსტოთი და კარტოფილით.
ხელფასამდე დარჩენილია 6 დღე :) 
ხვალ ვალს მიბრუნებენ 50 ლარს, რომელსაც ხელფასამდე ვიმყოფინებ. 

No comments:

Post a Comment