გამახსენდა რომ რძეც თავდებოდა, მაწონიც არ იყო. არც პური.
პოპულში ვიყიდე სანტეს რძე, სანტინოს მაწონი, ჯამში 4,45 გამოვიდა, პურის ფულს ვერ შვეწვდი, მაგრამ გამახსენდა რომ საქართველოს ბანკის ბარათზე 2 ლარი მქონდა დარჩენილი და 2 პური ვიყიდე მაგით. 60 თეთრად ნიახური და ქინძი.
საბოლოო ჯამში გავაკეთე:
ლობიო - ჩაზელილი
ნაპოლეონი - ადრე ნაყიდი ფენოვანი ცომით (მარშესი).
ცოტა ლობიო გადმოვიღე და იმით ხვალ დილით სალათას გავაკეთებ ჭარხლით, მჟავე კომბოსტოთი და კარტოფილით.
ხელფასამდე დარჩენილია 6 დღე :)
ხვალ ვალს მიბრუნებენ 50 ლარს, რომელსაც ხელფასამდე ვიმყოფინებ.